← Back

Corporate Law

სამართლებრივი შესაბამისობა და პერსონალურ მონაცემთა ეფექტური დაცვა LEGAL TEAM ეხმარება ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის დანერგვასა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. ჩვენი მიზანია, ორგანიზაციამ სწორად დაამუშაოს პერსონალური მონაცემები, შეამციროს სამართლებრივი რისკები და დანერგოს ეფექტური შიდა პროცედურები. მომსახურება მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი • მონაცემთა დამუშავების პროცესების შეფასება; • შესაბამისობის ანალიზი; • სამართლებრივი რისკების გამოვლენა; • რეკომენდაციების მომზადება. სამართლებრივი შესაბამისობა • საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; • GDPR-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება (საჭიროების შემთხვევაში); • შესაბამისობის გეგმის მომზადება. პოლიტიკები და პროცედურები • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მომზადება; • შიდა პროცედურების შემუშავება; • თანხმობის ფორმების მომზადება; • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მომსახურება • გარე DPO-ს მომსახურება; • სამართლებრივი კონსულტაცია; • მიმდინარე მხარდაჭერა; • კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი. ტრენინგები (საჭიროების შემთხვევაში) • თანამშრომელთა ტრენინგები; • ცნობიერების ამაღლების პროგრამები; • პრაქტიკული რეკომენდაციები. ვისთვის არის? • კერძო კომპანიებისთვის; • სამედიცინო დაწესებულებებისთვის; • საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის; • ონლაინ პლატფორმებისა და ელექტრონული კომერციისთვის; • ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს.